მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩინეთის მთიანი პროვინცია გუიჩჟოუს მკვიდრმა საკუთარ სოფლამდე წყლის მისაყვანად არხის გათხრა გადაწყვიტა. იმ დროისთვის, სოფლის მცხოვრებთ სასმელი წყლის მოტანა კილომეტრებით დაშორებული ადგილიდან უწევდათ, ამიტომ ონკანში მოჩუხჩუხე წყალზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. მამაკაცმა საერთო ოცნებისთვის ბრძოლა და არხის თხრა მარტოდმარტომ დაიწყო. თავიდან თანასოფლელებს მამაკაცის შრომა უბრალო ახირებად მიაჩნდათ, მაგრამ 1955 წელს, როცა საქმის ნახევარი გაკეთებული იყო, გვერდით ამოუდგნენ.