მამაკაცებს სიფრთხილე გმართებთ, მოდურობას ჯანმრთელობას ნუ ამჯობინებთ: წვერი ინფექციის წყაროა, მას ბაქტერიულ ღრუბელსაც კი ადარებენ
წვერი უკანასკნელი სეზონების მოდური ტრენდია, მაგრამ ექიმების აზრით, იგი მეტისმეტად არაჰიგიენურია და მას ბაქტერიულ ღრუბელსაც კი ადარებენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, წვერში შეიძლება იმალებოდეს და ვრცელდებოდეს უამრავი ბაქტერია. ამ პირობებში იზრდება კანის ინფექციების განვითარებისა და გავრცელების რისკი. რაც უფრო ხშირია წვერი, მით მეტი ბაქტერია იყრის მასში თავს, განსაკუთრებით პირის ირგვლივ მიდამოში. ჭუჭყი ხელებიდან ადვილად ხვდება წვერზე, შემდეგ პირში. თუ ადამიანს სურდო აქვს, ყველა ბაქტერია წვერზე ხვდება. წვერში ხშირად სტაფილოკოკი მრავლდება. ექსპერტები წვერის რეგულარულად დაბანასა და გაკრეჭას გვირჩევენ.