განწყობის არასტაბილურობა და, საზოგადოდ, ემოციური სფეროს ცვლილებები ქალებთან მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ ფონთან. ნებისმიერი ძვრა ჰორმონულ სფეროში პირდაპირ აისახება ქალის გუნება-განწყობაზე. სიახლე არ არის, რომ ჰიპერთირეოზის, კლიმაქსთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრების გამო ქალები ადვილად ღიზიანდებიან, წვრილმანიც კი სწყინთ, ხშირად ტირიან, შფოთავენ, არცთუ იშვიათად შიში და განგაში იპყრობთ. კუშინგის სინდრომისა და ჰიპერგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის მატების) დროს ხშირად აღენიშნებათ დეპრესიის შეტევები.