გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, მამამისი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, აპარატზეა მიერთებული. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
იხილეთ:
ჩხრეკის დროს გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს