მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების საფუძველი. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იყოს დაბარებული პროკურატურაში.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას არ ჰქონია კონტაქტი მეუფე პეტრესთან და აქვს სურვილი, რომ გაერკვეს ვითარებაში და გაიგოს რის გამოა დაბარებული მეუფე საგამოძიებო უწყებაში.