მამა გიორგი მიუთითებს საეკლესიო სამართლის მუხლებზე, რომლებიც საკუთარი ქმედებით მეუფე იაკობმა დაარღვია-ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ, მეუფე იაკობის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა საპატრიარქოს მოუწევს.რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხისა და ზიარების უფლების შეჩერების თაობაზე, ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.