თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას მისი დაყენების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ შუამდგომლობასთან ერთად უნდა მოხდეს წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვაც. 24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა.