ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს სამი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდება. კერძოდ, ექსპერტიზა დნმ-ზე, ხმაზე და კალიგრაფიაზე ჩატარდება. გამომძიებლებს მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ელოდებიან , რის შემდეგაც ექსპერტიზის პროცედურები დაიწყება. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატებმა განუცხადეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუკი მოესწრება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.