მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა ე.წ. "მატროსოვის ციხიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადეს.ადვოკატების განმარტებით, მამა გიორგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.