მამა გიორგი მამალაძე # მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის # მე-6 დაწესებულებიდან უკვე გადაწყვანილია ე.წ. მატროსოვის ციხეში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ. როგორც ცნობილია, დაკავებულ დეკანოზს გუშინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
იხილეთ:
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი