დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელთმსახურ მამა გიორგი ფირცხელანის განცხადებით არავინ არ უნდა ცდილობდეს თავი ძალიან თავისუფლად იგრძნოს ღვთის წინაშე, უფრო მეტიც, ითავხედოს და ხალხი წარმოაჩინოს, როგორც უგუნური მასა, რომელსაც გამოიყენებ საკუთარი პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა მიზნებისთვის. მან ასევე ისაუბრა რომ მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე თუ როგორ უნდა ჩადგეს ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, განძი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ჭეშმარიტების სამსახურში და როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნებით, ინტერესებით მართული ადამიანების მიერ ბოროტად.