მამა გიორგი მამალაძე ბედნიერია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.„გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ორმაგად ბედნიერია და მოხარულია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების“, - განაცხადა ფანცულაიამ.
მან ასევე ისაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც 4 დღეა, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან რაც შესაძლებელია, ყველანაირ გამოკვლევას უტარებენ.
იხილეთ:
პატრიარქი მამა გიორგი მამალაძეზე: "კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან"