თელეთის ხარების ტაძრის წინამძღვარი ბასილ იაშაღაშვილი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობისადმი მათი თხოვნაა, წინ აღუდგნენ ამ ფილმის ჩვენებას და არ მიიღონ მონაწილეობა ცოდვის გავრცელებაში.
მამა ბასილის განცხადებით, ყველა, ვინც "ამ ფილმის ჩვენებას ხელს შეუწყობს, მონაწილე იქნება ერის გადაგვარების და გახრწნის". ის ასევე მოუწოდებს მშობლებს, არ გაუშვან თავიანთი შვილები ფილმის სანახავად თუ უნდათ რომ ჰყავდეთ ნორმალური შვილები და არ გახდნენ ფსიქიურად და ხორციელად დაზიანებულები.