მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.
"ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე: მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც კანონის დონეზე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ეს ასე იქნება."თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.