ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი, "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაზიდეს 26 ათასამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი "Master"-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.