მალტის პრემიერ-მინისტრს მომიტინგეებმა კვერცხები დაუშინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჯოზეფ მუსკატი ქვეყნის იუსტიციის მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა. "გრცხვენოდეს", - სკანდირებდნენ მომიტინგეები, როცა მათ კვერხებს უშენდნენ.
შეგახსენებთ, ჯოზეფ მუსკატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იანვარში თანამდებობიდან გადადგება, თუმცა ქვეყნის ქუჩებში აქციები არ წყდება და მომიტინგეები ჯოზეფ მუსკატის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.
ჯოზეფ მუსკატი და სხვა მაღალჩინოსნები 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალისიას საქმეში ფიგურირებენ. ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ის მთავრობის კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.