მალტაში პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემოსნტრანტები პრემიერ მინისტრის ოფისთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მალტელმა სამართალდამცავებმა ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი იორგენ ფენეხი დააკავეს. ამ დროს ფენეხი თავისი იახტით კუნძულის დატოვებას ცდილობდა. გასულ დღეს კი მალტის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს ჟურნალისტის მკვლელობის სამქეზე ერთი პირის შეწყალება სთხოვა, იმ შემთხვევაში თუ მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დამადასტურებელ მასალას წარადგენდა.
ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია კორუფციულ საქმეებზე მუშაობდა. ის 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. გამოძიების ინფორმაციით, ის იმ კომპანიის კორუფციულ სამქიანობას იძიებდა, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი იორგენ ფენეხია.