კახეთში მოქალაქე მალხაზ მთავრიშვილის გარდაცვალების ფაქტს, რომლის ოჯახის წევრებიც სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებას დეტალები უახლოეს დღეებში ეცოდინება.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ოჯახიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, 2-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მთავრიშვილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ მამაკაცს თავის ქალის ტრეპანაცია და უმძიმესი ოპერაცია პოლიციის განყოფილებაში ცემის შემდეგ დასჭირდა.