პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც სუს-ის წარმომადგენელმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადა, დღეს იგი 15:00 საათზე სუს-ში უნდა გამოცხადეს. ამასთან, სუს-ის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გამოცხადების უწყება ჩაებარებინა და ხელი მოეწერა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი უწყებას არც ხელი მოაწერა და არც ჩაიბარა.
როგორც მან განმარტა, ამის თაობაზე ჯერ მის ადვოკატებს დაელაპარაკება და მერე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.