მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისი მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა ბათუმში, ანბანის კოშკთან ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ხელმოწერებს საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ. მათი თქმით, ხელმოწერები გროვდება იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
შეგახსენებთ რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს.პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება,სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს