მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმში დადანაშაულებას პროვოკაციას უწოდებენ. როგორც მაჩალიკაშვილის მეუღლე და შვილი აცხადებენ, აღნიშნული ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. მაჩალიკაშვილის შვილი, ნატა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში მამის ხმა იცნო, თუმცა საუბრის შინაარსის არ სჯერა.