მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, 9 მაისს, 11:00 საათზე მივა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უწყებას მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარების ხვალისთვის გადადება იმის გამო სთხოვა, რომ დღეს, 15:00 საათისთვის სასამართლო პროცესი აქვს დანიშნული, ადვოკატის გარეშე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში არ მივა.