თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება თემირლან პარლამენტის წინ მდუმარე აქციაზე გააკეთა. აქციის მონაწილეები სწორედ კომისიის შექმნის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას პასუხი არ აქვს იმაზე თუ რამდენად გაითვალისინებს პარლამენტი მის მოთხოვნას, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერებს შეიტანს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტს აღნიშნულ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მიმართა.