27 მაისს 1 წელი შესრულდა, რაც შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვა დაიწყეს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ამ პერიოდის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გამოიარა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე, მაგრამ ეს არ მოხდება. კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს, რომ მან პროტესტი შეწყვიტოს, მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ მას გეგმა აქვს.