შვილმოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ მამების აქციამ, შესაძლოა, მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლოს და კარავი ერთი დღით იქ გადაიტანონ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის და ზაზა სარალიძე შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ პირობას და ხალხთან ერთად დაშლიან არსებულ სისტემას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ასევე მასშტაბურ აქციებსაც აანონსებს. „ძალიან ბევრი ხალხი გვიჭერს მხარს. ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და ეცდებიან სამართალი დაიდოს. ვაპირებთ მასშტაბური აქციების განახლებას, როგორც კი დათბება. მთელი ზამთარი ამ სიცივეში, ყინვაში და ქარში იმიტომ არ გაგვიტარებია, რომ შემდგომ გეგმები შეგვეცვალა. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების განსახორციელებლად,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.