პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ ქისტებს მიმართავს. "ჩემო ქისტებო და ქართველებო, ეხლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, იძულებული ვხდები ნაც მოძრაობას დავუჭირო მხარი, უმორჩილესად გთხოვთ დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მხარს,ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას..." - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე