პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან შეხვედრას ერიდებიან. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, მემორიალთან მისულ პრეზიდენტს მისთვის არც კი შეუხედავს. მისი თქმით, მთავრობის წევრები პარლამენტთან მიდიან და უჩუმრად გარბიან. მალხაზ მაჩალიკაშვილი თითქმის 8 თვეა რუსთაველის გამზირზე კარავში იმყოფება და მისი შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.