პანკისის ხეობის სოფელ დიუსში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეხვედრა გაიმართა. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ორგანიზებით გამართულ შეხევდრას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ადგილობრივები, უხუცესები, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, უახლოეს მომავალში სტარსბურგის სასამართლოში იგეგმება მაჩალიკაშვილის საქმის გაგზავნა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იხილეთ: