პარლამენტის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კარვის გაშლას კვლავ შეეცდება. პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მშობლებს მოუწოდებს იმ ადგილასა სადაც შვილის მკვლელების დასახელებას ითხოვს, საახალწლოდ ბავშვებს ნუ მიიყვანა. მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები დაეხმარებიან, კარვის გაშლის პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
12 საათზე იგეგმება, პარლამენტის წინ დედების საპროტესტო აქციის დაწყებაც, აქციების პარალელურად კი საქალაქო სასამართლოში ღამით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.