რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წევრებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წვერება პარლაენტის წინ კარავი მიიტანეს, მაჩალიკაშვილი კი მის გადადგმას ითხოვდა, რადგან მის კარავს ეფარებოდა. მოძრაობის „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ ერთ-ერთი წევრის განცხადებით, მათ მალხაზ მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ისინი კარვის გაშლით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს აპროტესტებენ. მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრების მიერ პარლამენტის წინ გაშლილ კარავზე გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია გაკრული.