სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის დედის თქმით მისი შვილი უდანაშაულოა. მარინა მარტიაშვილი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მცხეთის რაიონულმა სასამართლო მსჯელობს. შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
იხილეთ: