ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ საქმეში არსებული 12 ტომიდან 11 ტომი გაიტანა, 100-მდე მოწმეზე კი უარი თქვა. კობაიძის განცხადებით, მათთვის მოულოდნელად პროკურატურამ გადაწყვიტა ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოში ჰქონდათ წარმოდგენილი, 11 ტომი მოეხსნა და მხოლოდ ერთი ტომი დატოვა. მისივე თქმით, ამ ერთი ტომის მასალების საფუძველზე პროკურატურა ცდილობს კობაურს ბრალი დაუმტკიცოს, რასაც ადვოკატი შეუძლებლად მიიჩნევს.