სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანონ და იქ გამოკითხონ. კობაურის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.მისივე ინფორმაციით, საქმის გამომძიებელთან ამ საკითხზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა დაცვის მხარე წერილობით თანხმობას ელოდება. ადვოკატის ინფორმაციით, კობაურს ხადას ხეობაში სავარაუდოდ, 24 სექტემბერს ჩაიყვანენ.