მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი მაქსიმ ბლასკო, იმ ფრანგული ქვედანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალი-ბურკინა ფასოს საზღვართან, ტყიან ტერიტორიაზეა დისლოცირებული.
გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ლიკვიდირებულია თავად სნაიპერიც. 2013 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული ძალები განალაგა, 50 ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.