სტუდია Disney-მ ფილმ "Maleficent: Mistress of Evil"-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 2014 წელს გადაღებული ფილმის გაგრძელებაა. ფილმში ტყის ჯადოქრის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ფილმის ახალ ნაწილში ჯოლის პერსონაჟი დედოფალ ინგრიდს დაუპირისპირდება, ამ როლს მიშელ პფაიფერი ასრულებს. ანჯელინა ჯოლისა და მიშელ პფაიფერის გარდა, ფილმში გამოჩნდება ედ სკრეინიც. ფილმის რეჟისორი ხოაკიმ რონინგია.