ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოსცადეს კარიესის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც კბილის პულპაში განთავსებული ღეროვანი უჯრედების ფუნქციობის სტიმულაციას ეფუძნება. ახალი ტექნოლოგია კბილს თვითგანახლებაში ეხმარება.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა, პოლ შარპის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად დენტინის ახალი შრის განვითარების სტიმულაცია შეძლეს. მათი აზრით, სტომატოლოგებისთვის კარგად ცნობილი ბჟენების ნაცვლად, კბილის კარიესული არეები უმჯობესია დაიფაროს სპეციალური ღრუბლისებრი სტრუქტურით, რომელიც კოლაგენის პოლიმერისგან არის შექმნილი და დროთა განმავლობაში თავად განლაგდება, განთავსდება კბილში. როგორც კვლევის ავტორი პოლ შარპი აცხადებს, ბიოგანთავსებადი ღრუბელი სასურველია გაიჟღინთოს ტაიდეგლუსიბით, პრეპარატით, რომელსაც ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების თერაპიაში პერსპექტიულ საშუალებად მოიაზრებენ. ამ პრეპარატის მოქმედება ეფუძნება გლიკოგენსინთაზა-კინაზა 3 (GSK-3) –ის ინჰიბირებას. აღნიშნული ფერმენტი ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. მას შეუძლია ქსოვილთა ზრდის როგორც სტიმულაცია, ასევე შეფერხება.