ისრაელში, კომპანიამ Tevel Aerobotics Technologies-მა შექმნა დრონი, რომელსაც ავოკადოს, ვაშლისა და მანგოს მოკრეფა შეუძლია. კომპანიის დირექტორის თქმით, ახალი ტექნოლოგია ინდუსტრიაში არსებულ შრომის დეფიციტს შეამცირებს. ამის შესახებ მან Fruit news-თან ისაუბრა.
მისივე თქმით, დრონი აღჭურვილია მძლავრი პროცესორითა და სენსორებით, რომელიც მანევრირებისა და ბალანსისთვისაა საჭირო. მოწყობილობა მწიფე ხილს მექანიკური ხელით წყვეტს და ყუთში დაზიანების გარეშე ათავსებს.
როგორც გამომგონებლები აცხადებენ, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება მარწყვის საკრეფადაც შეიძლება, სადაც მთელი პროდუქტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დრონი ხილს ფერის და სიმწიფის ხარისხის მიხედვით არჩევს, შესაბამისად, აბალანსებს იმ ძალას, რომელიც მის მოსაწყვეტადაა საჭირო.
ცნობისთვის, კომპანია Tevel Aerobotics Technologies-ი დრონების კომერციულ გაყიდვებს 2020 წლიდან გეგმავს.