ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალის Contemporary Class Magazine-ს მიხედვით, საქართველო 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოსთან ერთად ჩამონათვალში იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. გამოცემის ცნობით, ჩამონათვალში ისეთი ქვეყნებია შეყვანილი, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება.