ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურებია; ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკა უმძიმეს მდგომარეობაშია.