"მაკულატურა" - ამერიკელი პოეტის, მწერლისა და პროზაიკოსის, ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკის 164 გვერდიანი წიგნი. ჟანრი - დეტექტიური რომანი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, "მაკულატურის" 80-მდე სხვადასხვაენოვანი გამოცემა არსებობს. მათშორისაა ქართულიც, რომელიც 2014 წელს ითარგმნა და გამოიცა ქართველი მკითხველისთვის.მაკულატურა ბუკოვსკის უკანასკნელი რომანია, რომლის წერაც ავტორმა 1991 წელს, მძიმე ავადმყოფობის დროს დაიწყო და 1994 წელს, გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე დაასრულა. რომანი ბუკოვსკის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა და გამოცემისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია მკითხველში.