შს მინისტრი პირობას დებს რომ სამართალდამცავები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რათა სასამართლო პროცესი დასრულდეს და დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, გიორგი გახარია ამბობს რომ პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა შედეგი იყოს ობიექტური და სანდო. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და განაცხადა, რომ კარგად ესმის თუ რატომ არ არის გატარებული ღონისძიებები გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის ნუგეში.