20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის დის ია გომურის განცხადებით მაკო გომურს დამატებითი პრობლემა ცხვირის ღრუში აღმოაჩნდა რომელიც დარტყმის შედეგად წარმოიქმნა და გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რის გამოც ის გერმანიაში სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. როგორც მან აღნიშნა, მაკოს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მაკოს გაუკეთდა ოპერაცია. თვალში ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც ხელს შეუშლის თვალის მთლიანობის დახშობას. იყო საშიშროება, რომ პროთეზი ვეღარ ჩაედგათ და ეს ფირფიტა სწორედ იმისთვის ჩაუდგეს, რომ საშიშროება განეიტრალებულიყო.