20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული მაკო გომურის ინფორმაციით, სამშაბათს, გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება.როგორც მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, ერთ თვალში მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს და არ აღდგება, ხელოვნური თვალის ჩასმაზე კი ფიქრი რამდენიმე კვირის შემდეგ, ჭრილობის შეხორცების მიხედვით გადაწყდება.
"სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად! გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცდენილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მაგრამ გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხომ საკმარისია არა ბევრი რამისთვის?" - წერს მაკო გომური.