ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვენ,- ამის შესახებ მახინჯაურში გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, ოთხსართულიანი კორპუსი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და არსებობს გამოსახლებისა და შენობის გასხვისების რისკი.როგორც მათ აღნიშნეს, შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისცა, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კი პერიოდულად შენობის დაცლას სთხოვენ. მათივე განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს აქციებს გააგრძელებენ.