"მაკდონალდსი" თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს ხსნის, რომელიც „მაკდონალდსის“ რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონით. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე.ცენტრის სრული ფართობი 3300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტში 2.3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი. ცენტრში 30 ადამიანია დასაქმებული.