მაისში ტურიზმიდან შემოსავალი 96,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ივნისის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
კერძოდ, სებ-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 9 მილიონ 100 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 270 მილიონ 400 ათას დოლარს შეადგენდა.
ამასთან, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ მხოლოდ 36 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის მაისში არსებულ 682 ათას 400-თან შედარებით 94,7%-ით ნაკლებია.