მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 9.4% გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,6%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, 1,9 პროცენტით ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე და 30,9 პროცენტით კი ელექტრულ და ოპტიკურ მოწყობილობებზე. 3 პროცენტით შემცირდა ფასები ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფებზე.