მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 10,4 ათასი ტონით ანუ 12,1%-ით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელზე. იმპორტმა ასევე 11,5 პროცენტით იკლო იანვარ-მაისის პერიოდში. ნავთობპროდუქტების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 30,5 ათასი ტონა, რომელსაც მოსდევს თურქმენეთი, ბულგარეთი, რუსეთი და საბერძნეთი.