მაისში კომერციულმა ბანკებმა წინა თვესთან შედარებით 25 მილიონ 400 ათასი ლარით ნაკლები სესხი გასცეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 25 მილიონ 400 ათასი ლარით შემცირდა და პირველი ივნისისთვის 34 მილიარდ 180 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28 მილიონ 850 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3 მილიონ 450 ათასი ლარით გაიზარდა.
2020 წლის მაისის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 48 მილიონ 590 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 16 მილიარდ 720 მილიონი ლარი შეადგინა.
სებ-ის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.