მაისში იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა, ტრანზაქციები კი გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, 2022 წლის 1-24 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით 21%-ს უტოლდება.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კი თბილისში 1-19 მაისის პერიოდში, წლიურად 74%-ით გაიზარდა.